რუსეთი

პირველი რუსული ელექტრომობილის პროტოტიპი კომპანია Avtotor-მა წარადგინა

რუსული ელექტრომობილი "Avtotor Amber"

18 დეკემბერს მოსკოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი რუსული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ელექტრომობილის პროექტი რუსულმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Avtotor-მა შეიმუშავა და პირველი პროტოტიპი მხოლოდ სატესტო პროცესს გადის. მწარმოებლის თქმით, ავტომობილის ყველა ნაწილი რუსეთშია დამზადებული და მანქანების გამოშვება 2025 წლიდან იგეგმება.

Avtotor-ის საწარმო კალინინგრადში მდებარეობს და მასში BMW-ს, Ford-ის, KIA-სა და Hyundai-ის ავტომობილები მზადდებოდა, თუმცა, დასავლეთის სანქციებმა ამ ყოველივეს შეჩერება გამოიწვია. 

კომენტარები