რუსტემ უმეროვი

უმეროვი საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელების ჯარში გაწვევას აპირებს

რუსტემ უმეროვი
Facebook

თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი 2024 წლიდან საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი კაცების ჯარში გაწვევას გეგმავს. ინფორმაციას Welt გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინელები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და გამოსადეგი არიან სამხედრო სამსახურისთვის მომდევნო წერს ჯარში უნდა იმსახურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სანქციები". – წერს Welt-ი.

თავდაცვის მინისტრის თქმით გენერალური შტაბი მუშაობს სანქციებზე, რომლებიც დეზერტირების წინააღმდეგ იქნება შემუშავებული.

მომავალ წელს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად უკრაინა 450 000-დან 500 000-დე ჯარისკაცის მობილიზაციას აპირებს.

კომენტარები