ლეონიდ ბრეჟნევი

ლეონიდ ბრეჟნევს დნეპრის საპატიო მოქალაქის წოდება ჩამოართვეს

ლეონიდ ბრეჟნევი
Rbc

დნეპრის ადმინისტრაციამ ლეონიდ ბრეჟნევს საპატიო მოქალაქის წოდება ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.

"2023 წლის ბოლო სესიის გადაწყვეტილებით ლეონიდ ბრეჟნევს ჩამოერთვა დნეპრის საპატიო მოქალაქის წოდება". – წერს ფილატოვი.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური თავმჯდომარე ლეონიდ ბრეჟნევი დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოიში დაიბადა. მის მშობლიურ ქალაქში 1976 წელს ძეგლი დაიდგა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ცენტრალური მოედნიდან გადაიტანეს.

უკრაინაში კომუნისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ კანონი 2015 წელს მიიღეს. ქვეყანაში ეტაპობრივად ხდება საბჭოთა სიმბოლიკისა და ძეგლების დემონტაჟი, ტოპონიმური სახელების ცვლილება.

კომენტარები