რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ კიევზე დრონებით თავდასხმა მოვიგერიეთ

AP Photo/Vadim Belikov

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, 20 დეკემბრის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების მიერ კიევზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. 

უკრაინის საჰაერო ძალების მიხედვით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის, ოდესისა და ხერსონის მიმართულებით ოკუპანტების მიერ გაშვებული 19 დრონიდან 18 გაანადგურეს. 

"წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქში არ ყოფილა მსხვერპლი და სერიოზული დაზიანება". – ამბობს პოპკო საკუთარ Telegram არხზე. 

ხერსონის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 4 ბავშვი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ასევე, ოკუპანტებმა საზენიტო რაკეტებით დაბომბეს ხარკოვის რეგიონი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყვა. 

კომენტარები