რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა პარტიზანებმა რუსი ოფიცრის მანქანა ააფეთქეს

რუსი ოფიცრის აფეთქებული მანქანა, 2023 წლის 16 დეკემბერი
Pravda.com.ua

მარიუპოლში უკრაინული წინააღმდეგობის წევრებმა რუსი ოფიცერის მანქანა ააფეთქეს. დაშავებული სამხედრო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"აფეთქება შეფარვით, სხვა აფეთქების პარალელურად მოხდა, რის გამოც შემთხვევის შესახებ გვიან გაიგო პოლიციამ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა. 

წინააღმდეგობა მოკითხვას უთვლის ყველა მძღოლს, რომელიც Z-სიმბოლოიანი მანქანით გადაადგილდება. შემდეგი (აფეთქებული) მანქანა შესაძლოა თქვენი იყოს". – წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრო ანდრიუშენკო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქებული ოფიცრის მანქანას კავკასიის სამხედრო ნაწილის მაღალჩინოსანი მართავდა.

კომენტარები