რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Українська правда: მთავარსარდალი ზალუჟნის ახალ კაბინეტში მოსასმენი აპარატი აღმოაჩინეს

ვალერი ზალუჟნი
Unian

Українська правда-ს სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს.

წყაროს თქმით, ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატი კვირას, 17 დეკემბერს, ოთახის შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ეს უნდა ყოფილიყო მთავარსარდლის ახალი კაბინეტი, რომელსაც გადაბარგებამდე ამოწმებდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების ძალებში (СБУ) განაცხადეს, რომ მოწყობილობა მდებარეობდა ზალუჟნის პოტენციური დისლოკაციის ადგილზე. მომხდართან დაკავშირებით გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე.

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მთავარსარდალ ზალუჟნისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მზარდი განხეთქილება არსებობდა.

Українська правда: ზელენსკი ზალუჟნის გვერდის ავლით უკრაინის ჯარის მეთაურებთან ურთიერთობს

კომენტარები