რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსებმა საკუთარი Су-25 ჩამოაგდეს

ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტო, რომელსაც რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ საკუთარი Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ოლეშჩუკის თქმით, მას დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ თვითმფრინავი უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს არ ჩამოუგდია.

"მათ ამისთვის დიდ მადლობას უხდის მთელი უკრაინა". - წერს ოლეშჩუკი.

რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებულ ტელეგრამ-არხ Fightbomber-ზე კი წერენ, რომ შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა და მოიერიშე თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას არ ჩამოუგდია.

კომენტარები