რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 16-17 დეკემბრის ღამის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანა ლიპეცკის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში. 

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია 33 უკრაინული დრონი.  შეტევა განხორციელდა როსტოვის ოლქში, ქალაქ მოროზოვსკის აეროდრომზეც, სადაც განთავსებულია "სუ-24" ტიპის ბომბდამშენები. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ვიდეოები და დაზიანებული სუ-24-ის ფოტოები, თუმცა, რუსულ მედიასა და ოფიციალურ უწყებებს მიყენებული ზიანი არ დაუდასტურებიათ და აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები