აი, აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია რაც გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. ეკონომიკურად ყველაფერი ვითარდებოდა.
დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს სისულელა, წვრილმანია რეალურად. პრობლემები არ არსებობდა, ახლა იარსებებს, რადგან ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოკრუგს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას მოვახდენთ. რაში სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა.