მეკობრეები

არაბეთის ზღვაში სატვირთო გემი, სავარაუდოდ, სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს

არაბეთის ზღვაში ბულგარული კომპანიის, Navibulgar-ის სატვირთო გემი, სავარაუდოდ, სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს. 

18-კაციანი ეკიპაჟის გემმა სახელად MV Ruen-მა 14 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების პორტალს დახმარების სიგნალი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ გემის ბორტზე ექვსი უცხო პირი ამოვიდა. ეკიპაჟში არიან ბულგარეთის, ანგოლისა და მიანმარის მოქალაქეები.

გატაცებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ის სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს.

ინდოეთის საზღვაო ძალებმა ანტი-მეკობრეული საპატრულო გემი და თვითმფრინავი გააგზავნა გემის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასახმარებლად. 

თვითმფრინავმა შეძლო გატაცებული გემის პოვნა და მისი მოძრაობის მონიტორინგი. ინდოეთის ფლოტის ინფორმაციით, გემი სომალის სანაპიროსკენ მოძრაობს. 

ინდოეთის ფლოტის ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება გემის დასახმარებლად და საჭირო ინფორმაცია უკვე გადაეცა უცხოელ პარტნიორებს. 

 

კომენტარები