ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.06 თეთრით გაუფასურდა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6816 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9406 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.94 ლარად.

კომენტარები