რუსეთი

"სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო" – უპასუხა პუტინმა, რას ეტყოდა საკუთარ თავს 2000 წელს

ვლადიმირ პუტინი ღონისძიება "პირდაპირ ხაზზე", 2023 წლის 14 დეკემბერი.
კრემლი

რუსული მედია Коммерсантъ-ის ჟურნალისტმა ვლადიმირ პუტინს "პირდაპირი ხაზის" ღონისძიების ფარგლებში ჰკითხა, თუ რას ურჩევდა დღევანდელი პუტინი საკუთარ თავს 2000 წელს და რასთან დაკავშირებით გააფრთხილებდა.

"ვეტყოდი - "სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო!"". – უპასუხა პუტინმა. 

ხოლო გაფრთხილებასთან დაკავშირებით, პუტინმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავს გააფრთხილებდა, არ ნდობოდა დასავლეთს.

"გაფრთხილებით კი გავაფრთხილებდი გულუბრყვილობასა და გადაჭარბებულ ნდობაზე ჩვენი ე.წ. პარტნიორების მიმართ. რაც შეეხება რჩევას, შეგონებას - უნდა გჯეროდეს დიადი რუსი ხალხის, რუსეთის წარმატების გასაღები ამ რწმენაშია". – თქვა პუტინმა.

ეს ბოლო ორ წელში პირველი შემთხვევა იყო, როცა კრემლმა ჩაატარა "პირდაპირი ხაზის" ღონისძიება, რომელიც აქამდე ყოველწლიური იყო.

კომენტარები