გერმანია

ბერლინში ჰამასის 3 წევრი დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ

A. Friedrichs/IMAGO

გერმანიის პოლიციამ ბერლინში ჰამასის სამი წევრი დააკავა, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. ამ სამ პირთან დაკავშირებული მეოთხე ეჭვმიტანილი პოლიციამ ნიდერლანდებში დააპატიმრა. როგორც ცნობილია, დაკავებულები ევროპაში ებრაულ დაწესებულებებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიის პროკურატურის მტკიცებით, ჰამასის წევრები ბერლინში იარაღის შესანახ უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ. დაკავებული ოთხი ადამიანიდან ერთს ნიდერლანდების მოქალაქეობა აქვს, ორი ლიბანშია დაბადებული და ერთი ეგვიპტის მოქალაქეა. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა მათი კავშირები ჰამასის სამხედრო შტოსთან. 

"ისრაელის მოსახლეობაზე ჰამასის საზარელი თავდასხმის შემდეგ თავდასხმები ებრაელებზე და ებრაულ დაწესებულებებზე ასევე გაზრდილია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რათა ებრაელებს ჩვენს ქვეყანაში ისევ არ ეშინოდეთ" - თქვა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა.

კომენტარები