რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: განადგურებულია 14 რუსული დრონი

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

15 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. სულ ოკუპანტებმა 14 დრონი ააფრინეს. 

"მტრის 14-ივე უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს". – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.

უპილოტო საფრენი აპარატები კრასნოდარის მხრიდან, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან იყო გამოშვებული.

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები