რუსეთი

რა ჩაიდინა რომ მასზე ინადირონ? რა მსხვილი ოპოზიციონერია? – პუტინი გამოძალვაში ეჭვმიტანილზე

ვლადიმირ პუტინი "პირდაპირ ხაზზე", 2023 წლის 14 დეკემბერი.
Сергей Бобылёв/ТАСС

ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც ვლადიმირ პუტინს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პირდაპირ ეთერში კითხვებს უსვამენ, რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა Life-ის კორესპონდენტის შეკითხვას, რომელიც ბლოგი Адские бабки-ს წამყვანის, ალექსანდრა ბაიაზიტოვას საქმეს ეხებოდა. 

ბაიაზიტოვას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება გამოძალვის ბრალდებით. კორესპონდენტმა პროცესი "კუდიანებზე ნადირობას" შეადარა.

Life-ის კორესპონდენტმა, ალექსანდრ იუნაშიოვმა იკითხა, ბაიაზიტოვას ქმედებები "რამდენად შეესაბამება პროკურატორის უდიდეს მოთხოვნებს". ამ ბრალდების სასჯელი 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იუნაშიოვმა გამოთქვა აზრი "სისხლის სამართლის კოდექსის ზოგიერთი მუხლის ცვლილებაზე".

"საერთოდ, სად გადის ზღვარი, როდის სჯიან ნამდვილ ბოროტმოქმედებს და როდის იწყება კუდიანებზე ნადირობა?". – იკითხა Life-ის კორესპონდენტმა.

"არ გადაამლაშოთ, რა კუდიანებზე ნადირობა? არ ვიცი ეს სიტუაცია დეტალურად. რა კუდიანებზე ნადირობა, რა ჩაიდინა ასეთი, რომ მასზე ინადირონ? რა, რომელიმე მსხვილი ოპოზიციონერი მოღვაწეა? დარწმუნებული ვარ, არავინ მასზე არ ნადირობს". – თქვა პუტინმა შეკითხვის პასუხად.

პუტინის თქმით, მას უნახავს, ეკონომიკური დანაშაულების გამო როგორ მიუსჯიათ 14-15 წელი და თავადაც "სახტად დარჩა". "საერთოდაც, რაღაცნაირად გადაჭარბებულია, ეს ცხადია", - აღნიშნა მან, თუმცა დაამატა, რომ ბევრ ქვეყანაში ხალხი იღებს "გადაჭარბებულ სასჯელს" ეკონომიკური დანაშაულებისთვის, რადგან "საზოგადოება და კანონმდებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ  გარკვეულ ეტაპზე ასეთი ქმედებების საშიშროება იმდენად დიდია, რომ მოითხოვს შესაბამის ადეკვატურ რეაგირებას".

ბაიაზიტოვა 2023 წლის აგვისტოში დააკავეს, Промсвязьбанк-ის მთავარი მენეჯერის, ალექსანდრ უშაკოვისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით. ბაიაზიტოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მისმა დაცვის მხარემ შინაპატიმრობის უფლება მოითხოვა, რადგან ბრალდებულს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი აწუხებს. 27 ნოემბერს სასამართლომ ბაიაზიტოვას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ბაიაზიტოვა დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები