რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადიო თავისუფლებამ აჩვენა ვიდეო, რომელშიც რუსები უკრაინელ ტყვეებს ცოცხალ ფარად იყენებენ

რადიო თავისუფლების უკრაინულენოვანმა გამოცემამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს ცოცხალ ფარად. 

ვიდეო სოფელ რობოტინოსთან ახლოს უკრაინელი სამხედროების დრონით არის გადაღებული. 

"ჩვენ მოგვაწოდეს თითქმის 19-წუთიანი ვიდეო, რომლიდანაც რამდენიმე წუთი მოვჭერით. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მიემართებიან იარაღ მომარჯვებული რუსი ჯარისკაცები უკრაინული პოზიციებისკენ, მათ წინ კი შეუიარაღებელი, ხელებაწეული უკრაინელი ტყვეები მიაბიჯებენ". – წერს გამოცემა.

კომენტარები