რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: უკრაინამ თითქმის სრულად შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინამ თითქმის სრულად შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

"უკრაინა უდიდეს პროგრესს აღწევს იმ რეფორმებში, რომლებიც მას ევროკავშირში შეიყვანს. ჩვენი გაფართოების ანგარიში ცხად პროგრესს აჩვენებს, ამ რეფორმების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. ჩვენ გამოვყავით ოთხი რეფორმა, სადაც საბოლოო ნაბიჯებია საჭირო. ანგარიშის გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე უკრაინა აგრძელებს ყველა მათგანზე მუშაობას". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) თანამშრომელთა რაოდენობის 700-დან 1 000-მდე გაზრდის ინიციატივა.

ამავდროულად, ქვეყანაში კვლავ ამუშავდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის ჩაბარების ვალდებულება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე დადებითად შეაფასა უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

კომენტარები