რეკლამა

(რ) საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაზისუბნის მამული განახლებად ენერგიაზე გადავიდა 

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ვაზისუბნის მამული განახლებად ენერგიაზე გადავიდა. პროექტის ჯამური ღირებულება 279 000 დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკმა დააფინანსა და ის მზის ელექტროსადგურის მოწყობასა და დამონტაჟებას მოხმარდა. 

პროექტის ფარგლებში ვაზისუბნის მამულში 500 კვტ. სიმძლავრის ელექტროსადგური მოეწყო. დაყენდა 633 ერთეული - 570-ვატიანი და 334 ერთეული - 420-ვატიანი მზის პანელი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, 630 000 კილოვატს შეადგენს.

"გარემოზე ზრუნვა და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ ვაზისუბნის მამულმა ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად მზის პანელები დაამონტაჟა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება. კომპანია სამომავლოდ არაერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

კომენტარები