ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.71 თეთრით გამყარდა. 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6745 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8815 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები