რუსეთი

პეტერბურგში მარადიული ცეცხლის ჩაქრობისთვის ბავშვებს და მათ მშობლებს უზბეკეთში ადეპორტებენ

სანქტ-პეტერბურგში "მარადიული ცეცხლის" ჩაქრობისთვის სამ მოზარდსა და მათ მშობლებს უზბეკეთში დეპორტირება ემუქრებათ. 

10 დეკემბერს, 14, 12 და 10 წლის მოზარდებმა თოვლის გუნდებით "მარადიული ცეცხლი" ჩააქრეს. მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც პოლიციამ ამოიცნო ბავშვები და დაადგინა, რომ ისინი მშობლებთან ერთად "მეზობელი სახელმწიფოს" მოქალაქეები არიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ოჯხები რუსეთში უზბეკეთიდან შევიდნენ. 

სანქტ-პეტერბურგის პოლიციის მტკიცებით, ბავშვების მშობლები რუსეთის ტერიტორიაზე საიმიგრაციო კანონების დარღვევით იმყოფებიან და შესაბამისად, პოლიცია აპირებს მიმართოს სასამართლოს მათი დეპორტაციის საკითხზე. 

ბავშვების და მათი ოჯახების შესახებ მასალა უკვე გადაეცა საგამოძიებო სამსახურს. 

კომენტარები