შეზღუდვები გზებზე

გორის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე საათით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

metronome.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე საათით ყველა სახის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი "გეგმური მოვლა-შენახვის სამუშაოებია".

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 დეკემბრის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მონაკვეთზე, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 საათიდან 07:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ხოლო, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები