ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33%-ის აზრით - სწორი მიმართულებით, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ამასთან, NDI აღნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.





