დიდი ბრიტანეთი

ლონდონში 13 და 14 წლის გოგოებმა ებრაელ ქალს გონების დაკარგვამდე სცემეს და გაქურდეს

telegraph.co.uk

ლონდონში 13 და 14 წლის გოგოებმა 20 წლის ორთოდოქსი ებრაელი ქალი გონების დაკარგვამდე ცემეს და გაქურდეს. ლონდონის პოლიციამ სკოლის მოსწავლეების ვინაობა ქუჩის კამერებით ამოიცნო და ისინი უკვე დაკავებულები არიან

პოლიციის თქმით, შესაძლოა გამოძიება სიძულვილის დანაშაულის მიმართულებითაც გაფართოვდეს, თუმცა ისინი ჯერჯერობით იკვლევენ დანაშაულის მთავარ მოტივს.

ადგილობრივი სამეზობლოს ქუჩის კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თინეიჯერ გოგოებს სკოლის ფორმები აცვიათ და მათ ახალგაზრდა ქალი სასტიკად ცემეს, შემდეგ კი უყურებდნენ და იცინოდნენ, რომ ის მკვდარივით გამოიყურებოდა. 

სერჟანტი ასლი ბენსონის თქმით, რომელიც გამოძიებას უძღვება, დანაშაული შესაძლოა სიძულვილით მოტივირებულიც ყოფილიყო, რადგან ქალი ტრადიციული ებრაული საზოგადოების წევრია და ვიზუალურად მარტივად შესამჩნევი იქნებოდა მისი წარმომავლობა. 

კომენტარები