მემკვიდრეობა

HERMES-ის მეწილე მილიარდერი საკუთარ ქონებას წარმოშობით მაროკოელ მებაღეს უტოვებს

ნიკოლა პოეში
La Tribune de Geneve.

მოდის სახლ Hermes-ის ერთ-ერთი მეწილეს, ნიკოლა პიუეშს გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარი ქონება წარმოშობით მაროკოელ 51 წლის მებაღეს დაუტოვოს.

მებაღის სახელი უცნობია. მედიაში წერენ, რომ ის "ყოფილი მუშა და მებაღეა მოკრძალებული მაროკოული ოჯახიდან", რომელსაც ყავს ცოლი და 2 შვილი.

80 წლის პიუეშს არ ჰყავს ცოლი და შვილი. მის მფლობელობაშია Hermes-ის 5.7%, რაც დაახლოებით 8-10 მილიარდ დოლარს შეადგენს. 10 წლის წინ პიუეშმა ოჯახის სხვა წევრებთან ბრენდის საკონტროლო პაკეტის თაობაზე იჩხუბა.

პიუეშს სურს მებაღე იშვილოს, მაგრამ კანონმდებლობით სრულწლოვანი ადამიანის შვილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამისთვის მილიარდერმა იურისტების დიდი ჯგუფი დაიქირავა.

მილიარდერმა რამდენიმე წლის წინ ქონება საკუთარ ფონდ Isocrates-ს უანდერძა. ფონდში ამბობენ, რომ ანდერძის შეცვლის შემთხვევაში პიუეშს სასამართლოში უჩივლებენ.

კომენტარები