რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ცენტრიდან წითელი არმიის მეთაურის ძეგლი აიღეს

კიევის ცენტრიდან მიკოლა შჩორსის ქანდაკების აღება, 2023 წლის 9 დეკემბერი
AP Photo/Efrem Lukatsky

9 აპრილს კიევში წითელი არმიის მეთაურის, მიკოლა შჩორშის ქანდაკება აიღეს. ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძეგლი სახელმწიფო საავიაციო მუზეუმში შეინახება.

"დერუსიფიკაცია და დეკომუნიზაცია გრძელდება. ჩვენ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული უკვე 60-ზე მეტი ძეგლი ავიღეთ". - თქვა კიევის ტერიტორიული კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილო ბუდილოვმა.

მონუმენტი, რომელზეც შჩორი ცხენზეა ამხედრებული, კიევის ცენტრში 1950-იან წლებში აღმართეს.


საბჭოთა ეპოქის, ბევრი უკრაინელისთვის რუსულ იმპერიალიზმთან გაიგივებული სიმბოლოების ამოღების მცდელობა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კიევში "დედა-სამშობლოს" ძეგლის ფასადიდან საბჭოთა გერბი ჩამოხსნეს და უკრაინის გერბით შეცვალეს.

კომენტარები