უკრაინა

კიევში "დედა-სამშობლოს" ძეგლზე საბჭოთა გერბი უკრაინის გერბით შეცვალეს

კიევში "დედა-სამშობლოს" ძეგლის ფასადიდან საბჭოთა გერბი ჩამოხსნეს და უკრაინის გერბით შეცვალეს.

ქალი მეომრის ძეგლი, 62 მეტრის სიმაღლის ფოლადის ქანდაკება 1981 წელს მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბორცვის თავზე, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისადმი პატივის მიგების მიზნით დაიდგა.

ჩანაცვლების სამუშაო 4 აგვიტოს დასრულდა. საბჭოთა გერბის ჩანაცვლება უკრაინის ძალისხმევის ნაწილია, რომ ქვეყანაში საბჭოთა და რუსული მმართელობის აღმნიშვნელი სიმბოლიკა შეიცვალოს.

კომენტარები