რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლენა ზელენსკა: თუ მსოფლიო დაიღლება უკრაინის დახმარებით, ეს სასიკვდილო განაჩენი იქნება

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის დახმარების საჭიროებაზე ისაუბრა. ზელენსკას თქმით, მსოფლიოს მხრიდან უკრაინის დახმარების გაგრძელება ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ ეს ასე არ მოხდა, უკრაინა "სიკვდილისთვისაა განწირული". 

"ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ამ სიტუაციით ვერ დავიღლებით, რადგან, თუ ასე მოხდება, ჩვენ დავიღუპებით. თუ მსოფლიო დაიღლება, ისინი უბრალოდ სიკვდილისთვის გაგვწირავენ. ძალიან მტკივნეულია იმის ნიშნების დანახვა, რომ დახმარების სურვილმა შესაძლოა იკლოს. ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. სწორედ ამიტომაც არის მტკივნეული". – ამბობს ზელენსკა. 

დღეს, უკრაინის პარლამენტმა მიმართავს თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება და გააფართოოს სანქციების პაკეტი როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მშვიდობის ევროპული ფონდის ფარგლებში.

6 დეკემბერს აშშ-ს სენატმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა, უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსების გამოყოფაზე. ამის მიზედად რესპუბლიკელი სენატორები შიდა პოლიტიკურ საკითხზე, კერძოდ სამხრეთ საზღვრების კონტროლის პოლიტიკაზე, შეუთანხმებლობას ასახელებენ. 

კონგრესის გადაწყვეტილებამ შეშფოთება გამოიწვია აშშ-ის პარტნიორების მხრიდანაც. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა თქვა, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერება პუტინისთვის და სი ძინფინგისთვის ნამდვილი საშობაო საჩუქარი იქნება

კომენტარები