დაპირისპირება ენმ-ში

დეკანოიძე: უცნაურად მეჩვენებოდა, როდესაც ხაბეიშვილი იყო თავმჯდომარე და ვაშაძე დაასვეს თავზე

მე საერთოდ უცნაურად მეჩვენებოდა, როდესაც ხაბეიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, ახლა ლევანის დაცვასავით გამომდის, მაგრამ და მერე ვაშაძე დაასვეს თავზე. აბა რა იყო ეს. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა თავმჯდომარე, მერე იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება მოეჩვენათ, რომ ვაშაძით უფრო გაკეთილშობილება შეიძლებოდა კონფიგურაციის, მერე მივიდნენ და.... ამ შემთხვევაში მე ხაბეიშვილის დამცველი ვარ, ნამდვილად, გულწრფელად [...] შეეცადნენ, რომ კონგლომერატი შეექმნათ. როდესაც ერთი თავმჯდომარე უნდა იყოს გამწევიც, უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატიც, უნდა იყოს პარტიული სახე, უნდა იყოს მთავარი დამცველიც, უნდა იყოს ფარიც პარტიასთან, უნდა იყოს რაღაცნაირად მიშას დამხსნელიც - ანუ ძალიან ასეთი უნდა იყოს, [თავმჯდომარე] ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა გამჭოლი კი არა, ფარი, მერე აღმოჩნდა რომ.... ის, რომ პარტიულ სიაში ვაშაძის პარტიის ადამიანებიც იქნებიან, ეს ფაქტია, იქნებიან არა ერთი და ორი, არამედ ბევრი.

ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები