წლის საუკეთესო თამაში

წლის საუკეთესო თამაშად Baldur's Gate 3 დასახელდა

2023 წლის საუკეთესო თამაშად Larian Studios-ის ახალი RPG, Baldur's Gate 3 დასახელდა. BG3-მა 8 ნომინაციიდან 6-ში გაიმარჯვა. 

Baldur's Gate 3-თან ერთად წლის საუკეთესო კომპიუტერულ თამაშად ნომინირებული იყო: The Legend of Zelda: Tears of the Kingdom, Alan Wake 2, Marvel's Spiderman 2, Resident Evil 4, Super Mario Bros. Wonder. 

გასულ წელს, წლის საუკეთესო თამაშად Elden Ring დასახელდა. 

Baldur's Gate 3 როლური ვიდეოთამაშია, რომელიც დაფუძნებულია ცნობილი როლური სამაგიდო თამაშის, Dungeons & Dragons-ის სისტემაზე. თამაშის სრული ვერსია 2023 წლის 3 აგვისტოს გამოვიდა და მისი თამაში შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერზე, PlayStation 5-სა და Xbox Series X/S-ზე.  ოქტომბრის მონაცემებით, BG3-ის გამოსვლიდან ვიდეოთამაშების პოპულარულ პლატფორმაზე, Steam-ზე უკვე 21 მილიონი ასლი გაიყიდა. 

 

კომენტარები