რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 7 დრონიდან 5 გავანადგურეთ – უკრაინა

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

8 დეკემბრის ღამეს რუსები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან უკრაინას Shahed-ის ტიპის 7 დრონით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

ამასთან, რუსებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონის მიმართულებით ბელგოროდის რეგიონიდან С-300-ის ექვსი საზენიტო მართვადი რაკეტაც გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით  5 Shahed-136/131 დრონის განადგურება შეძლეს.

კომენტარები