დაპირისპირება ენმ-ში

მელია: სააკაშვილთან კომუნიკაცია ბევრისთვის, მათ შორის, ჩემთვის თვეებია შეზღუდულია

ჩემთვის არის სიმართლე მნიშვნელოვანი. როდესაც ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ მუდმივად და აღიარებენ კიდევაც რომ პრობლემები არის, მაგრამ იშველიებენ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც ტყვეობაშია და მას დაპირდნენ, პირველ რიგში, დახმარებას და შველას და ახლა ისე რომ არც ერიდებათ, იქეთ სთხოვენ დატყვევებულ ადამიანს დახმარებას, არ არის ის მორალური პოლიტიკა რომელზეც ვისაუბრე. 

მასთან [მიხეილ სააკაშვილთან] კომუნიკაცია ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, ჩემთვის შეზღუდულია უკვე თვეების განმავლობაში.

თქვა ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ ტვ პირველთან საუბრისას.

კომენტარები