ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება

მდინარაძე გირჩზე: მათ რაღაც-რაღაცებს ცოტა უნდა მოუკლონ და სხვებსაც ნუ აწევინებენ

მაგათმა რაღაც-რაღაცებს ცოტა უნდა მოუკლონ და სხვებსაც ნუ აწევინებენ, ასეთი რჩევა მექნება. ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა სერიოზულ კომენტარს, გამიჭირდება. ამ შემთხვევაში, მათ მოტივაციას მართლა ვერ ვხვდები, რაღაც ერთ-ერთი პიარული სვლაა. ჩვენ ვცდილობთ, პატარა პარტიებსაც ბიუჯეტიდან რაღაც დაფინანსება ჰქონდეთ, რომ თუ განვითარების რაიმე შანსი აქვთ, გამოიყენონ.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გირჩის ინიციატივას. გირჩს სურს, რომ ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება საარჩევნო ბარიერს მიებას და რომელი პარტიაც ბარიერს ვერ გადალახავს, დაფინანსება არ მიიღოს.

კომენტარები