ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.7 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.37 თეთრით. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6790 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.885 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

კომენტარები