IMDB

IMDB-მ 2023 წლის ყველაზე პოპულარული ფილმები, სერიალები და ვარსკვლავები დაასახელა

პოპულარულმა კინობაზამ IMDB მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული ფილმების, სერიალებისა და ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა.

საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში პირველ ადგილს კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი იკავებს. 2023 წლის ყველაზე პოპულარული ფილმების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Oppenheimer
  2. Barbie
  3. Guardians of the Galaxy Vol. 3
  4. The Little Mermaid
  5. John Wick: Chapter 4
  6. The Super Mario Bros. Movie
  7. Five Nights at Freddy's
  8. Spider-Man: Across the Spider-Verse
  9. Killers of The Flower Moon
  10. The Flash

საუკეთესო სერიალების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა თამაშის ადაპტაცია Last of Us. 2023 წლის ყველაზე პოპულარული სერიალების ათეული ასე გამოიყურება:

  1. The Last of Us
  2. Ahsoka
  3. Succession
  4. Black Mirror
  5. The Mandalorian
  6. One Piece
  7. The Fall of the House of Usher
  8. Ted Lasso
  9. The Bear
  10. Gen V

IMDB-ის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი კი პედრო პასკალი გახდა. 2023 წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების სია ასე გამოიყურება:

  1. პედრო პასკალი 
  2. მერი ელიზაბეტ უინსტედი
  3. ანა დე არმასი
  4. ჯენა ორტეგა
  5. ბელა რეიმსი
  6. მარგო რობი
  7. რებეკა ფერგიუსონი
  8. ქეითი საკოფი
  9. კარლა გუჯინო
  10. კილიან მერფი

 

კომენტარები