დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის საგარეო სამინისტროს თქმით, FSB 2015 წლიდან ბრიტანელ პოლიტიკოსებს უსმენდა

ODD ANDERSEN/AFP via Getty Images

ევროპისა და ჩრდიოეთ ამერიკის მიმართულებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლეო დოშერტის თქმით, რუსული სპეცსამსახურები 2015 წლიდან მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსების პირად საუბრებს უსმენდნენ და მათ კომპრომისებად იყენებდნენ. ამის შესახებ მინისტრმა თემთა პალატის წინაშე ისაუბრა

ლეო დოშერტის სიტყვებით, ჯაშუშური ჯგუფი Star Blizzard ასევე ცნობილი, როგორც Callisto, კიბერთავდასხმებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რომელიც დიდი ალბათობით, FSB-სთან არის დაკავშირებული. კიბერჯაშუშობის მსხვერპლებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტარები და მსხვილი პარტიების მნიშვნელოვანი წევრები. 

როგორც ლეო დოშერტიმ თემთა პალატის წევრებს უთხრა, დანაშაულებრივი ჯგუფის Star Blizzard-ის ორი წევრი იდენტიფიცირებულია და მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. 

ამ საქმის გამო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ბრალდებების შესახებ ჯერ რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები