ენმ

ბარამიძე: გამწევი ძალა არის მიხეილ სააკაშვილი და გამარჯვების კოალიცია

ორი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილის ორი გუნდი არ არსებობს, ერთი ნაციონალური მოძრაობა იყო მაშინაც, აი, 2017-ში რომ გავიდნენ ჩვენგან, 2018-ში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, ეს არის ისტორია... ყოველ ჯერზე, ნაციონალური მოძრაობა იღებს უფრო და უფრო მეტ ხმებს, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქართველი ხალხის ნებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამაში ვარ დარწმუნებული...

მიხეილ სააკაშვილია ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ეს არის მთავარი, რაც ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს.

...მთავარი არ არის თანამდებობები პარტიაში, ეს არ არის მთავრობა, რომ პრემიერმინისტრი იყოს ვიღაცა, რომელიც ბრძანებულებებს ხელს აწერს და ქვეყნის ბედს წყვეტს. ჩვენ ყველანი ვართ ერთი... გამწევი ძალა არის მიხეილ სააკაშვილი და არის ახალი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევქმენით - გამარჯვების კოალიცია, რომლის კოორდინატორია გიორგი ვაშაძე და სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდებიან. 

ენმ-ის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები