ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.91 თეთრით. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6860 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8987 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები