დაპირისპირება ენმ-ში

ბარამიძე: სიბრმავეა, გეგონოს, რომ სააკაშვილის გუნდის დატოვებით უკეთ შეძლებ რეჟიმთან ბრძოლას

შესაძლოა, მათ ჰქონდეთ გაბრაზების საფუძველი პოლიტიკური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გაბრაზებას არ უნდა გადააყოლონ ის ერთობა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს გამარჯვებისთვის. მიხეილ სააკაშვილის გუნდის დატოვება ნამდვილად არ არის ის, რაც მოგცემს საშუალებას, უკეთესად ებრძოლო ამ რუსულ რეჟიმს. საერთოდ, სიბრმავეა, გეგონოს, რომ უკეთესად შეძლებ ოლიგარქიულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დატოვებ და ნიკა მელიას ან სხვას გაჰყვები. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა ჩემი კოლეგების მხრიდან. მათ მადლობას ვეტყვი იმისთვის, რაც უბრძოლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და ვუსურვებ წარმატებას იმ საქმეში, რასაც საქართველოსთვის ბრძოლა და რუსეთის ოლიგარქიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება ჰქვია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ ენმ-ში დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, ბათუმის, ზუგდიდის, ხობის და ჭიათურის საკრებულოებში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების 30-ზე მეტმა წევრმა პარტია დატოვა.

კომენტარები