რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: აშშ-ს დახმარების გარეშე რუსეთთან ომში დამარცხების რისკი არსებობს

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინას აქვს გეგმა, თუმცა, აშშ-ს დახმარების გარეშე რუსეთთან ომში დამარცხების რისკი არსებობს.

კიევმა აშშ-ს კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაუჭიროს მხარი უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან დახმარების მიწოდების გაჭიანურებით, ომში დამარცხების საფრთხე იქმნება.

"დიდი რისკი იქნება, რომ ჩვენ დავრჩებით იმავე პოზიციაზე, რომელშიც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელს გახდის უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების მცდელობების გაგრძელებას, ეს შექმნის ამ ომის წაგების დიდ რისკს". - თქვა ერმაკმა.

ანდრეი ერმაკი, რომელიც უკანასკნელ კვირებში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ ჩავიდა, აშშ-ს კონგრეს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუჭირონ მხარი დახმარების პაკეტს.

"ჩვენ გვაქვს გეგმა და ეს გეგმა მოიცავს სამხედრო ოპერაციას, დიპლომატიურ საქმიანობას და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროში". - აღნიშნა ერმაკმა.

კომენტარები