რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

BBC: ზელენსკიმ დაფინანსების თემის ჩიხში შესვლის გამო ამერიკელ სენატორებთან შეხვედრა გააუქმა

ვოლოდიმირ ზელენსკი
YVES HERMAN / POOL/AFP

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო მაღალი რანგის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან. როგორც ცნობილია, შეხვედრის გადადების მიზეზი უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლაა.

5 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ზარით უნდა ჩართულიყო აშშ-ს სენატში და წარმომადგენელთა პალატაში, თუმცა, როგორც ირკვევა, ვიდეო ზარები ბოლო მომენტში გაუქმდა.

BBC-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მაღალი რანგის უკრაინელი თანამდებობის პირის შეტყობინებას ზელენსკისადმი, რომ მათ შესაძლოა დაკარგონ აშშ-ს ფინანსური და სამხედრო დახმარება 2024 წელს. 

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თავი შეიკავა კომენტარისგან იმ კითხვაზე, თუ რა ოფიციალური მიზეზით გაუქმდა ზელენსკის ჩართვა. 

BBC ასევე დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს აშშ-ში, სადაც ასევე თავი შეიკავეს შეხვედრის ჩაშლის მიზეზებზე საუბრისგან. 

კომენტარები