რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, ჯარში ნეპალელების რეკრუტირება შეწყვიტოს

ნეპალის არმიის გურქების ბრიგადა
REUTERS/Phil Noble

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთის ჯარში მსახურობისას ექვსი ნეპალელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ნეპალმა მოსკოვს რუსულ არმიაში ნეპალელების რეკრუტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ნეპალი იმ ჯარისკაცების დაბრუნებას მოითხოვს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ჯარში მსახურობენ.

ნეპალელ ჯარისკაცებს უცხო ქვეყნის ჯარში მსახურობის გამოცდილება ისტორიულად აქვთ. "გურქებად" ცნობილი ბრიგადა ბრიტანულ, ხოლო 1947 წელს ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთის ჯარში შეთანხმების საფუძველზე იბრძოდნენ, თუმცა ნეპალს რუსეთთან არანაირი მსგავსი შეთანხმება აქვს დადებული.

4 დეკემბერს ნეპალის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ნეპალის მთავრობამ რუსეთს დაღუპული ნეპალელების ცხედრების დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა".

ამასთანავე, ნეპალმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ გაწევრიანდნენ უცხო ქვეყნის ჯარში.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის რუსეთის არმიაში 150-200 ნეპალელი დაქირავებული ჯარისკაცის სტატუსით იბრძვის.

კომენტარები