ფერმა

ბრიტანეთის ფერმა სტრესის შესამცირებლად მომხმარებლებს ძროხებთან მოფერების სერვისს სთავაზობს

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის ერთ-ერთი ფერმა, Dumble Farm-ი სტრესის შესამცირებლად მომხმარებლებს ძროხების მოფერების სერვისს სთავაზობს

სერვისი ასევე მოიცავს ძროხების დავარცხნას და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს. 2-საათიან სესიაში მონაწილეობა ერთი ადამიანისთვის დაახლოებით 58 ევრო ღირს, ხოლო როგორც ფერმის მფლობელები ამბობენ, ბილეთები თვეებით ადრეც კი იჯავშნება.

ფიონა უილსონმა სხვა ფერმერებთან ერთად მომხმარებლებისთვის ძროხების მოფერების სერვისის შეთავაზება თებერვალში, მას შემდეგ დაიწყო, რაც, მისი თქმით, მეურნეობა რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 

როგორც ფერმის მფლობელები ამბობენ, ძროხების მოფერებას ადამიანებისთვის თერაპიული ეფექტი აქვს და სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი გზაა, ისევე როგორც ძაღლებთან და კატებთან ჩახუტება. 

კომენტარები