დაპირისპირება ენმ-ში

დავითულიანი ენმ-ზე: როცა შესაძლებლობა არ აქვთ, რომ მოსახლეობა აწამონ, ერთმანეთს აწამებენ

ყველას წყევლიდნენ, რომ დაიშლებოდნენ და უბედურება მოხდებოდა და სინამდვილეში, თვითონ დაიშალნენ. ეს ბუნებრივია [...] როცა შესაძლებლობა არ აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობა აწამონ და დაგესლონ, შემდეგ ერთმანეთს აწამებენ და ებრძვიან. ებრძოლონ ისევ ერთმანეთს და დაიშალონ, მათთვისაც სჯობს და ქვეყნისთვისაც. ქართულ პოლიტიკას ამით არაფერი დაუშავდება.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებას.

კომენტარები