ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში კაცი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

გორში ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, დაიღუპა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორისა ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები