რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მე-14 არმიის ერთ-ერთი გენერლის სიკვდილი ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა

გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი
Naro.ru

ნოემბრის ბოლოს უკრაინულ და რუსულ მედიებში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი მოკვდა. 

45 წლის გენერლის სიკვდილი დაადასტურა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა. 

"უმძიმესი დანაკარგი. გამჭოლი ტკივილი. სპეცოპერაციის ზონაში დაიღუპა მე-14 არმიის ჩრდილოეთ ფლოტის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი". – წერს გუსევი ტელეგრამში.

რუსული მედია სიკვდილის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა რამდენიმე უკრაინულ გამოცემაში იწერება, რომ ზავიდსკი 28 ნოემბერს ნაღმზე აფეთქდა.

ზავიდსკი რიგით მე-7 ამ რანგის რუსი სამხედრო მოსამსახურე გახდა, რომელიც უკრაინაში მოკვდა.

კომენტარები