თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ჰერჩინსკი TIFF-ზე: კულტურულად მრავალფეროვან ევროპაში საქართველომ თავისი როლი უნდა ითამაშოს

პაველ ჰერჩინსკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოებაზე
Tiff

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე(TIFF) საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი პაველ ჰერჩინსკი სიტყვით გამოვიდა.

"იმ დროს როდესაც საქართველო და ევროპა ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული კინოინდუსტრიისა და საქართველოს უნიკალური კულტურის პოპულარიზაციას. ევროპა არის კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს, სადაც საქართველომ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ქართული კინო ყოველთვის იყო სანიმუშო დონეზე და ევროკავშირი ამაყობს, რომ მის წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვს". – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ორ ქართულ ფილმს ჯილდოები გადასცა. ჯილდო სახელად "ადამიანის უფლებები კინოში" თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში 2017 წლიდან გაიცემა.

კომენტარები