რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ავდიივკასთან ორი ტყვედ ჩაბარებული, უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს

უკრაინული ტელეგრამ არხი +DeepState+ ავრცელებს დრონის ან თანამგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კლავენ ოკუპანტები ორ უკრაინელ, დანებებულ ჯარისკაცს.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამოდის ალყაში მოქცეული სანგრიდან ერთი უიარაღო ჯარისკაცი და მიწაზე წვება, იმავე სანგრიდან რამდენიმე წამში ამოდის კიდევ ერთი სამხედრო. შემდეგ უიარაღო ადამიანებს ცეცხლს უხსნიან და ადგილზე კლავენ.

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში ინფორმაცია დახვრეტის შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.

საქმის გამოძიება დაიწყო უკრაინის გენერალურმა პროკურატურის ოფისმა:

"ომის ტყვეების მკვლელობა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და საერთაშორისო დანაშაულად კვალიფიცირდება".

კომენტარები