რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ

Pravda.uk

3 დეკემბრის ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 მოიგერიეს. ინფორმაციას საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.

"საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია შაჰედის ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე თავის მიზანს ვერ მიაღწია მართვადმა, X-59 ტიპის რაკეტამ". – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ხერსონის გავლით ნიკოლაევის ოლქისკენ იყო გამოშვებული, ხოლო რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაისროლეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები