რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრასნოდარის თავზე ჰსთ მუშაობდა, რუსეთი აცხადებს, რომ 2 რაკეტა ჩამოაგდეს

კადრი ვიდეოდან

რუსეთში ქალაქ კრასნოდარის თავზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. ინფორმაცია აგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაკეტის მიერ დატოვებული კვამლი და ჰსთ სისტემის საბრძოლო მასალა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის დროით 18:00-ზე აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე უკრაინიდან ნასროლი მოდიფიცირებული С-200-ის ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

აზოვის ზღვა კრასნოდარიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარები