ფელისიტი ჰაფმენი

ფელისიტი ჰაფმენმა კოლეჯში შვილის მოსახვედრად გადახდილ ქრთამზე CNN-თან პირველად ისაუბრა

CNN

ჰოლივუდის მსახიობმა ფელისიტი ჰაფმენმა CNN-ის ჟურნალისტთან პირველად ისაუბრა ქრთამის სკანდალის შესახებ, რომელშიც ის 2019 წელს აღმოჩნდა. 

სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ფელისიტი ჰაფმენი 2019 წელს შვილის კოლეჯში მოსახვედრად ქრთამის გადახდისთვის გაასამართლეს და 14 დღით პატიმრობა მიესაჯა. ჰაფმანმა სასამართლოზე თავისი დანაშაული აღიარა.

ჰაფმენის თქმით, მაშინ, როდესაც ქრთამის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, ის გრძნობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ფულს შვილის კოლეჯში მოსახვედრად არ გადაიხდიდა. ჰაფმენმა ასევე თქვა, რომ იმ მომენტში ქრთამის გადახდა ერთადერთ გზად ესახებოდა, რათა შვილის მომავალი გადაერჩინა. 

ინტერვიული ფელისიტი ჰაფმენმა მოუბიდიშა იმ სტუდენტებსა და მშობლებს, რომლებიც პატიოსნად შრომობენ კოლეჯებში სამართლიანად მოსახვედრად. 

2019 წელს ფელისტი ჰაფმანმა საგამოცდო ცენტრის თანამშრომელს 15 000 ამერიკული დოლარი გადაუხადა, რათა მისი შვილის SAT-ის გამოცდის ნიმუში გაესწორებინა და მაღალი ქულა აეღო. 

ფელისიტი ჰაფმანის თქმით, ის დანაშაულებრივ სქემაში კონსულტანტმა რიკ სინგერმა ჩართო, რომელიც რამდენიმე წლით ადრე შვილების კოლეჯის აპლიკაციებში დასახმარებლად დაიქირავა. ჰაფმანმა ახსნა, რომ რიკ სინგერმა მას პირდაპირ გამოუცხადა, რომ სოფია (ჰაფმანის შვილი) ვერცერთ იმ პროგრამაზე ჩაბარებას ვერ მოახერხებდა, რომელიც მას სურდა და ნელ-ნელა მან საგანმანათლებლო სექტორის დანაშაულებრივი სქემა გააცნო. როგორც მსახიობი აღწერს, ის იმ დროისთვის დანაშაულის სიმძიმეს ვერ იაზრებდა და არც კი ფიქრობდა, რომ ამისთვის პატიმრობა ემუქრებოდა. 

რიკ სინგერს 2023 წლის იანვარში 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

2019 წლის მარტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დანაშაულებრივი ქსელი გამოააშკარავა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჯორჯთანუნში, იელში, სტენფორდსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩაბარებას ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. 

კომენტარები